2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მითხარით, რომ ტყუილია!!!“ - ცნობილია ქობულეთთან საზარელ ავარიაში დაღუპული ორსული ქალის ვინაობა

დღეს ოზურგეთი-ქობულეთის ცენტრალური გზის სოფელ გვარას მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქობულეთში მცხოვრები 28 წლის თიკო-ზეინაბ შაინიძეა. ექიმების თქმით, კლინიკაში მიყვანისთანავე საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს, მაგრამ ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

"მითხარით, რომ ტყუილია, გთხოვთ, არა, რა, ჩემი თიკო, წინა დღეს ბავშვის სახელს ვარჩევდით და დღეს რა შეგემთხვა”, - წერენ ახლობლები.

როგორც ირკვევა, 28 წლის თიკო მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ - 30 კვირის. მას 6 წლის შვილი დარჩა.

ამ საზარელ ავარიას 30 წლამდე მამაკაციც ემსხვერპლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ავტომობილში მისი 6 წლის შვილიც იმყოფებოდა, ბავშვს გადაეფარა და თვითონ მძიმედ დაშავდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები