პოლიტიკა
ვინ ჩაანაცვლებს იუსტიციის მინისტრის სკამზე თეა წულუკიანს?
2020-12-18 17:44:38
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.
სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში ახალი მხოლოდ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია. გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინა. ის აქამდე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:
1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.
კომენტარები