მსოფლიო
კობახიძე - საუბრის სივრცე არის როგორც იმ პარტიებთან, რომლებსაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ დაუწერიათ, ასევე მათთანაც, რომლებმაც უკვე დაწერეს
2020-12-17 14:13:28
ირაკლი კობახიძე – საუბრის სივრცე არის როგორც იმ პარტიებთან, რომლებსაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ დაუწერიათ, ასევე მათთანაც, რომლებმაც უკვე დაწერეს ეს განცხადება
მოლაპარაკების სივრცე უფრო ფართოა, ვიდრე ეს შეიძლება მოიცავდეს სამ პოლიტიკურ პარტიას, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელ პარტიებთან ხედავს მმართველი გუნდი შეთანხმების მიღწევის რესურსს და მათ შორის არის თუ არიან თუ არა „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაწერეს.
კობახიძემ განაცხადა, რომ არა მხოლოდ აღნიშნულ სამ პარტიასთან, არამედ სხვებთანაც არის საუბრის სივრცე.
მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად დაახლოებით 10 დღე რჩება.
„არის ალბათ ეს სამი პარტიაც და არიან ის პარტიებიც, რომლებმაც უკვე დაწერეს განცხადება, მათთანაც არის საუბრის სივრცე. სივრცე უფრო ფართოა, ვიდრე ეს შეიძლება მოიცავდეს სამ პოლიტიკურ პარტიას.
სივრცე დროის თვალსაზრისითაც რჩება, დაახლოებით 10-დღიანი. დაახლოებით 10 დღეში შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. მანამდე ჯერ კიდევ არის სივრცე, რომ გარკვეული დიალოგი შედგეს და შეთანხმებას მივაღწიოთ. თუ მათი მხრიდან არის მზაობა ამისთვის, ბუნებრივია, შეთანხმება შედგება. თუ მზაობაა, ძალიან კარგი, ხოლო თუ საბოლოო ჯამში დადასტურდება, რომ ვიღაცის თვითმიზანი რეალურად იყო მოლაპარაკების ჩაშლა, ამ შემთხვევაში ისინი შეთანხმებას არ შეუერთდებიან. ამდენად, მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების ის
მექანიზმები ამოქმედდება, რომელსაც საპარლამენტო საბოტაჟს ვუპირისპირებთ. საუბარი მხოლოდ ფულზე არ არის. მატერიალური მხარე ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები