2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შტორმში მოყოლილ გემს კაპიტანი არ ტოვებს ბატონო გრიგოლ, და თუ ტოვებს გემის ისტორიას რჩება, ყოველთვის ახსოვთ მეზღვაურებს მიტოვებული საჭე! ”

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება

"ბატონო გრილგოლ, შევეცდები თქვენთვის მისაღები ენით გამოვეხმაურო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეთ პარტიის დატოვების თაობაზე და აქვე მინდა დავამატო, იმედია ეს ნაბიჯი წინაპირობა არ არის სადეპუტატო მანდატის რეალიზების რაც თქვენ გაქვთ ოლიგარქისგან პირდაპირი წესით მონიჭებული!

   პირველ რიგში როდესაც საუბრობთ 4 წლიან დროზე, რომელიც თქვენ გაატარეთ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის საკაბინეტო ველზე, დამერწმუნეთ არაფერია იმ მსხვერპლთან, რაც სამოქალაქო თუ პარტიული აქტივის მხრებზე გაიარა, უშუალოდ ბარიკადებზე მდგართ არასდროს მოუთხოვიათ თქვენგან “ქუჩის პროტესტის ლიდერობა” (თუმცა ლიდერის ნომერ პირველი ფუნქცია ნაბიჯის თანწყობაა გაერთიანებასთან, რომელსაც თავად წარმოადგენს) ერთადერთი პოლიტიკურად სტრატეგიული ფუნქცია, თქვენი დიპლომატიური კავშირები იყო, რაშიც დამეთანხმებით არცისე მყარი პოზიცია გვაქვს, კრიტიკა რაც სხვადასხვა ადამიანების მხრიდან გაისმა დიპლომატების მიმართ, გადაბრუნებული ურემის შემდეგ მოხდა, როდესაც დავინახეთ, რომ ამ მიმართულებაში, რომელიც თქვენი ძლიერი მხარე უნდა ყოფილიყო სრული კრახით მიმდინარეობს, რათქმაუნდა ამაზე ხმას არავინ ამოიღებდა, რომარა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ.

     შტორმში მოყოლილ გემს კაპიტანი არ ტოვებს ბატონო გრიგოლ, და თუ ტოვებს გემის ისტორიას რჩება, ყოველთვის ახსოვთ მეზღვაურებს მიტოვებული საჭე! ეს გემი აუცილებლად მიაღწევს ნაპირამდე თქვენს გარეშეც!

  და ბოლოს! ძალა ჩვენს ერთობაშია მეგობრებო! ბრძოლა გრძელდება და სულ მალე გამარჯვებით დასრულდება!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები