პოლიტიკა
“კატეგორიულად მოითხოვა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაენიშნათ“–ნიკა გვარამია კელი დეგნანზე
2020-12-14 00:54:18
მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში აცხადებს, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისოდ ითხოვდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაენიშნათ. ინფორმაცია ნიკა გვარამიამ, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაასაჯაროვა:
“ქალბატონმა დეგნანმა, როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, და ამ დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, ქალბატონმა დეგნანმა განახორციელა ზარი ვაშინგტონში და კიევში და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერთ თანამდებობაზე”, – ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, კელი დეგნანს ამ მოთხოვნის პასუხად უთხრეს, რომ “საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩამჯდარიყო და თავის საქმისთვის მიეხედა”.
კომენტარები