2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბოლქვაძე: 8 წელში გინდათ ქვეყნის აშენება? ომი რომ არაა, არ ხართ კმაყოფილი? არაა სტაბილურობა?

8 წელში გინდათ ქვეყნის აშენება? ომი რომ არაა, არ ხართ კმაყოფილი? არაა სტაბილურობა? – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ერთპარტიულ პარლამენტში ჟურნალისტების დასმულ კითხვას სოციალურ მდგომარეობაზე.

როგორ, სოციალური მდგომარეობა თქვენ გგონიათ, რომ პარიზში კარგია? ვთქვათ საფრანგეთში?

საქართველო არის გაჭირვებული ქვეყანა, მაგრამ საქართველო გაჭირვებული ქვეყანა რომ იყო, სწორედ იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა…

რა უნდა ააშენოთ, როგორ, რვა წელში გინდათ, აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი? არ გაქვს სტაბილურობა? განვითარება და სტაბილურობა ერთი არ არის? ” – განაცხადა ბოლქვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები