მსოფლიო
„რესპუბლიკელებმა“ სამწუხაროდ აირჩიეს ელისაშვილის გზა – ხაბეიშვილი
2020-12-11 13:23:10
ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო – „რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ადამიანების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა არ არის კარგი საქმე ანუ მოლაპარაკებების გაგრძელება არ გაგრძელებასთან, საპარლამენტო მანდატი არაფერ შუაში არ არის. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდება. გული დამწყდა, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.
კომენტარები