2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალეკო ელისაშვილი - თუ ელჩებთან შეხვედრიდან გამოვალ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით და ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ!

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ამის შესახებ ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა.

„მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმდჯომარე იყოს ყველაზე სანდო ადამიანი, ხომ გინდათ ეს? ამისთვის ვირჯები. ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არა, ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული და ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრიდან და ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ელჩებთან დროის სამი მეოთხედი ეთმობა იმას, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე როგორი უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს. ამას მივყვებით საათობით“, -განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ოპოზიციას მოლაპარაკებებიდან შეუძლია „საქართველოს მომავალი“ გამოიტანოს.

„პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით, სანდო საარჩევნო კომისიის წესით. ამისთვის ვიბრძვით. ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველა. მთავარი მექანიზმი რა არის, ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ეს ერთხელ 90-იანებში. თუ მე იქიდან ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა, ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო. ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და ერთი თვეა მოლაპარაკებებზე დავდივარ „პასტით“ და ფურცლით, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობ და ამით თუ გამოვალ იქიდან, გამოვალ თავაწეული. ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ერთ დღეში არ აშენდება.

"მე მჯერა იმის, რომ ქვეყანა ერთ ორშაბათს არ აშენდება და უცებ ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ. ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება, რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა. უნდა ვიბრძოლოთ! შარშან ვიბრძოლეთ და გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით და უნდა გამოვგლიჯოთ სანდო, საიმედო საარჩევნო სისტემა და კიდევ ერთხელ გეუბნებით - თუ ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული და პირნათელი ჩვენს შვილებთან და ჩვენს მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში", - განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები