2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნორმალურ ცხოვრებას მყისიერად ნამდვილად ვერ დავუბრუნდებით – ხათუნა ზახაშვილი

ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება მყისიერად ნამდვილად ვერ მოხდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი დაიწყება, ჩვენ გარკვეული ხნის განმავლობაში კიდევ მოგვიწევს ახალმიღებული ჩვევების და წესების მიხედვით ცხოვრება, რასაც დისტანცირება, ნიღბების ტარება და ჰიგიენის დაცვა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, იმუნიზაციის პროცესი ნელ-ნელა გაფართოვდება და ჩვენი მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს მოიცავს. იმუნიზაციის გზით ამ დაავადებისგან მეტი ადამიანი იქნება დაცული, თუმცა, ეს არ იქნება მყისიერი ეფექტი და გარკვეული დრო ამასაც დასჭირდება“, – განაცხადა ზახაშვილმა.

შეკითხვაზე, როდისთვის შეიძლება, ველოდოთ უშუალოდ „კოვიდ 19“-ის სამკურნალო მედიკამენტის შექმნას და დამტკიცებას, ზახაშვილმა განაცხადა, რომ ალბათ, ეს გარღვევაც ძალიან ახლოსაა და მსოფლიოში მალე გაჩნდება მედიკამენტი, რომელიც ხსნა იქნება.

„ყველაზე ეფექტური საშუალებაა, არ დავავადდეთ და მსოფლიო ძალისხმევა ვაქცინის შექმნაზე სწორედ ამიტომ იყო ორიენტირებული, რადგან ეს არის ყველაზე იაფფასიანი და ხარჯთეფექტური ქმედება, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ხსნა. მაშინ, როდესაც მედიკამენტი ყოველთვის უფრო ძვირიანია და მხოლოდ გარკვეულ, მცირე ნაწილზე ორიენტირებული ხსნის საშუალებაა. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ვაქცინები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება, კაცობრიობის შესაძლებლობები უფრო მეტად გადაერთვება პრეპარატების გამოგონება-შექმნაზე, გამოცდაზე და დანერგვაზე“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები