პოლიტიკა
გიორგი კაპანაძე: "არ უნდა ამას ქვეტექსტებით და რებუსებით საუბარი, სახელებით და გვარებით გვითხარით ღიად და მკაფიოდ რომ არ შედიხართ პარლამენტში”
2020-12-08 12:26:33
ენმ-ს წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს:
"არ უნდა ამას ქვეტექსტებით და რებუსებით საუბარი.
1. სახელებით და გვარებით გვითხარით ღიად და მკაფიოდ რომ არ შედიხართ პარლამენტში, არც ახლა და არც - მომავალში.
2. დაწერეთ განცხადება და უარი თქვით მანდატებზე.
ცეცხლს და ამომრჩეველს ნუ ეთამაშებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით: პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
4. ხოლო თუ ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა არ შეგიწყვიტათ უფლებამოსილება, ე.ი. დაარღვია კონსტიტუცია და გამოხატა თქვენი საწინააღმდეგო ნება, მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.
5. ისე არ მოხდეს რომ პარლამენტში შეხვიდეთ და მერე ხალხში ვეღარ გამოხვიდეთ.
#ბრძოლაიქნებაბოლომდე - საქართველოსთვის."
კომენტარები