მსოფლიო
ოპოზიციასა და ელჩების შორის შეხვედრა მიმდინარეობს
2020-12-04 17:29:02
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ხელისუფლების ოპონენტებმა განმარტეს ისინი კომენტარებს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.
"ჩვენ მოვედით შეჯერებული პოზიციიით, რასაც შევთავაზებთ, რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ ელჩები გააცნობენ ამას ქართულ ოცნებას ჩვენ შეჯერებულ პოზიციას და შემდეგ იქნება მესამე რაუნდი. ვერ გეტყვით რა პუნქტებია", - თქვა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
კომენტარები