2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

ცესკოს მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27.18% – 36 მანდატი
  •  პატრიოტთა ალიანსი – 3.14 % – 4 მანდატი
  • ლეიბორისტული პარტია – 1% – 1 მანდატი
  • ევროპული საქართველო – 5 მანდატი
  • მოქალაქეები – 1.33 % – 2 მანდატი
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15% – 4 მანდატი
  •  გირჩი – 2.89 % – 4 მანდატი
  • ლელო – 3.15 % – 4 მანდატი
  • ქართული ოცნება – 48.22% 60 – მანდატი

ცესკოს ცნობით, 30–ვე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას გაყალბებულად მიიჩნევს. თამარ ჟვანიას მტკიცებით, ხმები 9 სუბიექტზე სწორად არის განაწილებული. ცესკოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ყველა არჩევნები გაყალბებულად მიაჩნია, რომელშიც სასურველ შედეგს ვერ იღებს.

გარდა ამისა, აქტივისტებმა ადგილზე კვერცხიც მიიტანეს და მათზე ქართული ოცნების წევრების სახელებს წერენ. აქცია-პერფორმანსი საბჭოა კავშირის ჰიმნის ფონზე ტარდება.

არჩევნების შედეგების შეჯამებამდე კომისიის სამმა წევრმა სხდომის დარბაზი დატოვა. მათი თქმით, არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამიტომ სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ აქტივისტები არიან შეკრებული და პერფორმანსს მართავენ. მათ ადგილზე თამარ ჟვანიას მანეკენი და კარტოფილი მიიტანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები