პოლიტიკა
ხვალ სავარაუდოდ ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება
2020-12-03 16:31:36
ალბათ, ხვალ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს და განახლებულ პოზიციებს ვამცნობთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რა ფორმაცია განიცადა ოპოზიციის მოთხოვნებმა მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც საბოლოო დოკუმენტი შეჯერდება და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან.
„დღეს ძალიან სერიოზული, კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, დეტალებში ვერ შევალ. დღეს დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს ალბათ ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ადეკვატურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება და გარკვეული ინფორმაციები რაც იყო დიპლომატების მიერ მოწოდებული, იმაზე დაყრდნობით ჩვენ ახალ კონსტრუქციას წარვადგენთ. არაფერი გამოგვიკლია მოთხოვნებისთვის, რა მივამატეთ და რა ფორმაცია აქვს მოთხოვნებს, საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, ამის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ. ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, საკითხებზეც, რა უფრო მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და საერთო პოზიციები შევაჯერეთ, როგორც კი დიპლომატებთან გვექნება კომუნიკაცია საერთო შეჯერებული პოზიციით - ჩვენ მათთანაც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, ამის შემდეგ საჯარო გახდება ჩვენი პოზიცია,“- განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები