2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პირობას გაძლევთ, რომ თბილისი იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში - კახა კალაძე

რეკრეაციულ სივრცეებს დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი მთავრობის პერიოდში. ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა და ბევრიც გაკეთდება მომავალში, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ გლადნის გამგეობას მე-8 მიკრორაიონში წარმოებული სამუშაოებისა და ახალი თანამედროვე სივრცის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, თბილისი იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით.

„რეკრეაციულ სივრცეებს დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი მთავრობის პერიოდში. ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა და ბევრიც გაკეთდება მომავალში, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, არსებული სკვერებისა და პარკების განახლება, მოწესრიგება, ახალი პარკებისა და სკვერების მშენებლობა და ძალიან ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში.

მინდა, გლდანის გამგეობას მადლობა გადავუხადო. გლდანის მე-8 მიკრორაიონში, წარმოებული სამუშაობის შედეგად, მოეწყო ძალიან კარგი თანამედროვე სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ყველა თაობის ადამიანისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა ეს კონკრეტული ტერიტორია, ასევე დამონტაჟდა გარე განათება, სარწყავი სისტემები, დაითესა ბალახი, ახალი ხე-მცენარეები დაირგო, ასევე განთავსებულია საბავშვო ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე არის, შადრევნები, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთისთვის არის ღია სივრცე, სკეიტბორდის მოედანი და ფიტნეს ზონა. იცით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, ყველგან გვაქვს ერთი და იგივე მიდგომა, იმის გათვალისწინებით, თუ რა შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული არეალი, რომ მთლიანად იყოს მოწესრიგებული და შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა თაობის ადამიანს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნება.

პირობას გაძლევთ, რომ თბილისი იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით. ამ პროექტების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მომავალი თაობებისა და ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები