პოლიტიკა
1500 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება
2020-12-01 18:05:11
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გამკაცრების პარალელურად გარკვეული შეღავათებიც დააწესა. ერთ-ერთი ასეთი შეღავათი საშემოსავლო გადასახადს ეხება. კერძოდ, 1500 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება. საუბარია 6 თვიან პერიოდზე – დეკემბრიდან მაისის თვის ჩათვლით.
რაც შეეხება ბიზნესის მხარდამჭერ სხვა მიმართულებებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:
ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან; ტურიზმის სექტორის 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება; რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში – ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 1400 კომპანია; სესხების გადავადება კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუჩერდებათ საქმიანობა; საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სესხების მოზიდვაში.
კომენტარები