2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კალაძე საყოველთაო შიმშილის დროს, საახალწლო განათებებსა და მორთულობაში 854 800 ლარს ხარჯავს

მილიონიანი ნაძვის ხის 195 800 ლარად განახლების შემდეგ, საახალწლო გირლიანდებსა და მანათობელ სტრინგებში თბილისის მერია დამატებით 659 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. საერთო ჯამში, ნაძვის ხესა და მოსართავებში 854 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. 

ახალი მოსართავების პირდაპირი წესით შესყიდვის აუცილებლობას კომპანია თბილსერვის ჯგუფი იმით ხსნის, რომ “შესაძლოა ზიანი მიადგეს საზოგადოებრივ ინტერესებს, რაც იმოქმედებს საახალწლო განწყობაზე”. შესაბამისი მიმართვა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა. 

“მოცემულმა ვითარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან ქ. თბილისში არ იქნება საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად მორთული, რაც იმოქმედოს საზოგადოების საახალწლო განწყობაზე, მითუმეტეს ბავშვებისათვის აუცილებელია საახალწლო ღონისძიებების გაფორმება, რომ შევუქმნათ 2021 წლის ახალი წლის ღონისძიებისათვის შესაბამისი გარემო”- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც 4 ნოემბრით თარიღდება.

თბილსერვის ჯგუფი, ასევე განმარტავს, რომ სექტემბერში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხოლო იმისათვის, რომ განათებების სამონტაჟო სამუშაოები დეკემბრის პირველივე ნახევარშივე დაასრულონ, აუცილებელია პირდაპირი წესით შესყიდვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები