2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს - ლევან რატიანი

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

„ასევე სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. შოკის ხარისხი შემცირებულია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი საშუალოა.

ბატონ კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა კოვიდ 19-ს ახასიათებს ის, რომ რაც ორგანიზმში არის პათოლოგია, მის გამწვავებას იწვევს“, - განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები