2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პიკში ვართ: 10 ათასამდე ინფიცირებულიც კი შიძლება გვყავდეს დღეში - იმნაძე

შეიძლება 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.

„შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ დაველოდებით, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს",-განაცხადა იმნაძემ.

მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკში იმყოფება.

„ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს",-განაცხადა იმნაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები