პოლიტიკა
ოპოზიცია მორიგი კონსულტაციისთვის "ლელოს" ოფისში შეიკრიბა
2020-11-19 15:01:40
ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში მორიგ შეხვედრას მართავს. როგორც „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საპროტესტო ღონისძიებების დაგეგმვაზე ისაუბრებენ.
„მოგეხსენებათ, 21 ნოემბერს მეორე ტურებია და გვინდა, ერთიანი საზოგადოებრივი პროტესტი მეორე ტურის პარალელურადაც მოვახერხოთ და დავაორგანიზოთ. ეს პროტესტი მოიცავს ყველა შესაძლო ფორმას, რომელიც არის კანონის ფარგლებში. ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა, რა ფორმით ჩავატარებთ აქციას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
მისივე თქმით, სირცხვილის დერეფნები საარჩევნო უბნებზე „ლელოსა“ და ერთიანი ოპოზიციის ფორმატში არ მოეწყობა.
„თუ ვინმე ამას ინდივიდუალურად გააკეთებს, მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროტესტის ასეთ ფორმას და მიგვაჩნია არაპროდუქტიულად, არაკონსტრუქციულად. სხვადასხვა ვერსია განიხილება, მათ შორის ცოცხალი ჯაჭვი“, – აღნიშნა ბუაძემ.
კომენტარები