0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ოდესმე უთქვამს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, პარლამენტში არ შეხვიდეთ, ბოიკოტი გამოაცხადეთ და დემონსტრაციები გამართეთო? ”

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კაპანაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: 

"ოდესმე უთქვამს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, პარლამენტში არ შეხვიდეთ, ბოიკოტი გამოაცხადეთ და დემონსტრაციები გამართეთო? 

ცხადია, ის თქვეს, რაც უნდა ეთქვათ და თუ ვინმე ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის ხელოვნურ მიზეზსს ეძებს, აუცილებლად იპოვოს მას, ოღონდ იქვე დაამთავრეს პოლიტიკურ კარიერას, ვითარცა დავით გამყრელიძე, 2003-ში. "

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ თბილისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და იქიდან იბრძოლოს სამართლიანი არჩევნებისთვის. 

„გასულ ზაფხულს მათ განახორციელეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო სისტემამ, იმ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე ჰქონიათ, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მაღალი რანგის პირის თქმით, ისინი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

„ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები მხარეების დახმარებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები