მსოფლიო
მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა
2020-11-18 13:14:58
სულ რამდენიმე წუთის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. ის ოფიციალურ ტურნეს ისრაელში გააგრძელებს. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ აფრინდა.
მაიკ პომპეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ პომპეომ ოფოციალური შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პატრიარქთან და არასამთავრობოებთან გამართა.
კომენტარები