0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

”პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა” – რა განცხადებას ავრცელებს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე აშშ-ის სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა, -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე მაიკ პომპეომ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები