2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორი – კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის გოგონას ქრონიკული დაავადება ჰქონდა

ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის გოგონას თანმდევი ქრონიკული დაავადება მძიმე მდგომარეობაში აღენიშნებოდა, – ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა თამარ ბახტაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმედ შეფასდა და სპეციალურ კლინიკაში რეფერირებისას მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

„ჩვენი კლინიკის მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო.

კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალიზის ჩატარება ესაჭიროება. დარღვეული იყო კლინიკო ლაბორატორიული პარამეტრები“, – განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, პაციენტის რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაწყდა, თუმცა, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

„კლინიკაში შემოსვლისას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავადება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. დიალიზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება.

შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები