0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ელჩებთან შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და შაბათის აქციისთვის ემზადება

ლეიობორისტული პარტიის ლიდერმა აშშ-ს ელჩის რეზიდენცია დატოვა. იქ ამ წუთებშიც ოპოზიცისა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რასაც ელჩებიც ესწრებიან.

ნათელაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა თავისი პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს გადათვლა ვეღარ უშველის, ამიტომ ის ხელახლა უნდა ჩატარდეს.

“არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა. ამ არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, უნდათ ცესკოს მიერ, უმაღლესი სასამართლოს მიერ. 2 თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოდან და ევროკავშირიდან დაკომპლექტებული. და რაც მთავარია, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია”,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება. შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებიც. შეხვედრაზე ქართული ოცნებიდან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მივიდა.

ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნების შემდეგ გამართული პირველი შეხვედრაა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები