0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პომპეოს ჩამოსვლის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია განსხვავებული ფორმატის –  მდუმარე აქციას გამართავს, მესიჯით – არჩევნები გაყალბდა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იქნება გამოსვლები და პოლიტიკური განცხადებები.

“ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში, ეს იქნება ერთი მხრივ მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ აქცია და ამავე დროს იქნება საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი. აქ ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან.

ფორმატი იქნება – სოციალური დისტანცია დაცული და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სტიკერი დააწებონ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. მოქალაქეები შეიძლება ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავდებოდნენ, მაგრამ გამოვიდნენ, დადგნენ და თქვან – გაყალბებულია.

ჩვენ ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ იქნება, მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია”, – თქვა უგულავამ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს გამართავს გიორგი გახარიასთან,  სალომე ზურაბიშვილთან, დავით ზალკალიანთან და პატრიარქთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები