მსოფლიო
ფინანსთა მინისტრი - პასუხისმგებლიანი პარტია პარლამენტში ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს
2020-11-12 12:05:29
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები პარლამენტში მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდნენ. ამ თემაზე კითხვას მან მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს და არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე ვერ შეჯერდნენ, მე მგონია, რომ მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. იმიტომ, რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია რომელსაც პარლამენტი განიხილავს და მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს", - თქვა ვანო მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ბიუჯეტის დამტკიცება და საპარლამენტო განხილვები არასდროს ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც ახლა.
მისი თქმით, მომავალი ბიუჯეტიც 4,3%-იანი ზრდის ფარგლებში დაიგეგმება და განახლიებული ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში 30 ნოემბრამდე წარადგენენ.
კომენტარები