პოლიტიკა
"სირცხვილიას" სამი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება
2020-11-10 17:02:50
მოძრაობა "სირცხვლია" თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქციაზე დაკავებული აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს 18:00 საათიდან აქციას აანონსებენ.
"როგორც იცით, მოძრაობა "სირცხვილიას" სამი აქტივისტი დაკავებულია. ჩვენ სასამართლო პროცესებზე ვართ დილიდან. ჯერ ლექსო მაჭავარიანის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. ალბათ საღამომდე გაგრძელდება ყველაფერი. წინ არის ნოდა რუხაძის და გიორგი მჟავანაძის პროცესები. გარეთ სახმაუროდ, პროტესტისთვის და მხარდაჭერისთვის, გელით სასამართლოსთან 18:00-დან, როცა მოახერხებთ", - წერენ აქტივისტები.
კომენტარები