პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: "გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია"
2020-11-10 14:48:59
ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც წერს, რომ ის, რაც ვაშაძემ გააჟღერა, პარტიის ლიდერებთან არ იყო შეთანხმებული
"გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს..
ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ. ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე."
კომენტარები