0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძეს: რა ტრავმა გაქვს შვილო ამისთანა მიღებული

რა ტრავმა გაქვს შვილო ამისთანა მიღებული, – ამ სიტყვებით „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მიმართა. მისი თქმით, ცინიზმი და ბოღმა, რომელიც ირაკლი კობახიძისგან მოდის, სწორედ მის პირად პრობლემებზე მიუთითებს.

„უბრალოდ ამაზრზენი იყო დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება, საიდან, რა ტრავმა გაქვს შვილო ამისთანა მიღებული?! ასეთი ცინიზმი, ასეთი ბოღმა გაქვს, ასეთი მიუღებლობა გაქვს ადამიანების მიმართ და ასე ზემოდან უყურებ?! ვისაც ორი წიგნი აქვს წაკითხული, ყველა ის ადამიანი ხვდება, რომ რაღაც ისეთი კომპლექსი გაქვს, რომ უბედურებაა შენ თავს და მოგხედოს პატრონმა. არ შეიძლება ჩათვალო, რომ ყველას იყიდი, ყველას ღირსებას წაართმევ, ყველას გადაუვლი. იცი რაშია საქმე?! ყოველთვის იყო, რომ გათავხედებული პოლიტიკოსოები ვიღაცას გადაუვლიდნენ, ვითომდა მიწასთან გაასწორებდნენ, ღირსებას შეულახავდნენ, მაგრამ დგებოდა კრიტიკული დღე, როცა ხალხი მათ საკადრის პასუხს სცემდა. ახლა სწორედ ეს ეტაპია, ახლა არც ოპოზიციური ერთობა გაიყიდება და არც ხალხი, ვინც აქ არის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“. მისივე თქმით არანაირი მოლოდინი, რომ „გირჩი“ ან რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს არ აქვს.

„გუშინ მე, „გირჩი“ და სხვა ოპოზციური პარტიების ლიდერები ერთად ვიყავით. ზურაბ ჯაფარიძემ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა პოზიცია, რომ „გირჩი“ მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც იქნება საერთო ოპოზიციური ნაბიჯი და იქნება შეთანხმებული ოპოზიციაში. ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ „გირჩის“, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი შინაგანად მაინც მქონდეს“- დასძინა ბურჯანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები