0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რვა საათამდე ივანიშვილმა გადააყენოს ჟვანია და მზად ვართ, შევხვდეთ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე - ნიკა მელია

რვა საათამდე ივანიშვილმა გადააყენოს ჟვანია და მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „უკან დასახევი გზები, ჩახერგილია“.

„საღამოს რვა საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენის სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველოს არის ეს, საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები, ჩახერგილია. ყველაფერი ფარსი, ფლიდობა და თვალთმაქცობა იქნება, თუ ჩვენ იმ თავზე ლაფის დასხმას, ღირსების აყრას, დამცირებას შევუშინდებით და არ წავალთ ბრძოლაში წინ. რვა საათამდე ივანიშვილს აქვს დრო“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები