პოლიტიკა
როგორ გაყალბდა არჩევნები – ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის აღიარება
2020-11-06 16:49:46
“ცესკოს” ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული,გადაცემა „დღის სტუმარში“ საუბრობს 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, იძულების და “კარუსელის” ფაქტზე.
ივანე ბურდულის თქმით, არჩევნებზე არმომრჩევლელთა ვინაობა საარჩევნო კომისიისთვის წინასწარაა ცნობილი. ამომრჩეველ პირებს კი, “კარუსელში” მონაწილე პირები ანაცვლებენ და პოზიციას მათ ნაცვლად აფიქსირებენ.
“სხვა ადამიანი შედის და არარსებული ადამიანის, ანუ ვინც არ მოდის, მის ნაცვლად აძლევს ხმას”, – აცხადებს ბურდული.
ივანე ბურდული “კარუსელის” მექანიზმეც საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე “კარუსელში” მონაწილე ამომრჩეველი, მარკირების შემმოწმებელი პირი და რეგისტრატორი მჭიდრო კოორდინაციაში არიან. მანიპულაციის დროს, კართან მდგომი მარეგულირებელი მარკირებას არ ამოწმებს და “კარუსელში” მონაწილე “ამომრჩეველს” პირდაპირ მისთვის წინასწარ ნაცნობ რეგისტრატორთან უშვებს.
“თქვენ მობრძანდებით თქვენი პირადობით, თუმცა, კონკრეტული რეგისტრატორი, რომელთანაც დევს წინასწარ დამუშავებული სიები იმ ამომრჩევლების, რომლებიც არ მოდიან, ნებისმიერ გრაფაში გაწერინებენ ხელს. თქვენ ხართ სხვა გვარის, თქვენი გრაფა არის სხვა გვარის, მაგრამ ეს რეგისტრატორმა და მარეგულირებელმა წინასწარ იციან”, – ამბობს ივანე ბურდული.
ცნობისთვის, ივანე ბურდული “ცესკოში” საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 5 ნოემბერს დატოვა.
კომენტარები