0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლარი პოლიტიკური დაძაბულობის გამო უფასურდება - მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს.

„ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არაა რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გუშინ ლარი ორივე ძირითადი ვალუტის, დოლარისა და ევროს, მიმართ მკვეთრად გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3409 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9042 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (15:00სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები