0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაია ცქიტიშვილი: წერტილოვანი შეზღუდვა შეიძლება იყოს მაგალითად, საღამოს, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს.

როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, სადაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვები დაწესდება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად დეტალურად შევასრულებთ მითითებებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები