მსოფლიო
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს
2020-11-02 14:41:21
"ევროპული საქართველო" უარს ამბობს საპრალამენტო მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ბრიფინგი ამ წუთებში პარტიის ოფისში იმართება.
"არჩევნები, სადაც პარტიული სახელმწიფო იყო ჩართული, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. "ევროპული საქართველო" უარს ამბობს მანდატებზე, "ევროპული საქართველო" უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში და არც მეორე ტურებში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას", - ამბობს დავით ბაქარაძე.
კომენტარები