მსოფლიო
“ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, დაიჯერეთ, როცა ერთად ვართ ვიმარჯვებთ! - ძალა ერთობაშია!” - ცეზარ ჩოჩელი ამომრჩეველს მიმართავს
2020-10-30 12:39:40
გაერთიანებული ოპიზიციის მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ამომრჩეველს მიმართავს:
"მოდით არჩევნებზე!
ნურავის მისცემთ უფლებას დაგამციროთ და კიდევ, ოთხწლიანი დუმილის, სიღარიბის, უიმედობის, უძრაობის სანაცვლოდ, არჩვენების წინ გაგაჩუმოთ ას ლარად!
ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენი და თქვენიშვილების მომავალი იყიდოს გროშებად, მაშინროდესაც, უკვე წაგართვეს რვაწლიანიგანვითარების, უკეთესად ცხოვრების გარანტია!
გაიხსენეთ, საქართველოს ისტორიაში ყოფილაარაერთი შემთხვევა, როცა სამშობლოს მომავალი, ომში, ბრძოლის ველზე წყდებოდა! ქართველები, მაშინ გრძნობდნენ ქვეყნის მომავლის საშიშროებასდა ერთ მუშტად იკვრებოდნენ. უშიშრად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე - მტერთან ბრძოლაშიიმარჯვებდნენ!
დღეს, ჩვენი დიდგორი და ბასიანი 31 ოქტომბერია! მოდით, ამჯერადაც ერთად ვიბრძოლოთ, ერთად შევქმნათ უკეთესიხვალინდელი დღე, როცა შესაძლებელი იქნებაღირსეული, ადამიანური ცხოვრება.
სამუშაო ადგილები, სტაბილური შემოსავლები. ბოლოს დაბოლოს ერთად მოვინდომოთ და დავამარცხოთქვეყნის და თითოეული ადამიანის ყველაზე დიდიმტერი -სიღარიბე, უკანონობა, უსამართლობა!
ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, დაიჯერეთ, როცა ერთად ვართ ვიმარჯვებთ! - ძალა ერთობაშია!
ჩემო მეგობრებო, 31 ოქტომბერი ჩვენი სამშობლოსგზაჯვარედინია, საიდანაც ერთი გზა მიდის პროგრესისკენ, უკეთესი მომავლისკენ, ძლიერი, თავისუფალი საქართველოსკენ, შეძლებული ოჯახებისკენ და განათლებული, ლაღი მომავალითაობებისკენ. მეორე გზას კი, ოკუპანტ, რუსულიმპერიას დამორჩილებული, ხალხისგან დაცლილი, გაღარიბებული რეგიონების, სოფლების, სხვისიხელის შემყურე ოჯახების, უპერსპექტივო მომავალითაობების მქონე კრიმინალური საქართველოსკენმიდის! არჩევანი თქვენზეა!
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც დამაჯერებელიაჩემი სიტყვები! მივმართავ მათაც, ვინც ჯერ კიდევეჭვის თვალით გვიყურებს,ვისაც ჯერ კიდევ არსჯერა და ვერ გადაუწყვეტია. იმათაც, ვისაცხელისუფლება შიშსა და ტერორში აცხოვრებს. მივმართავ პედაგოგებს, დამამცირებელი პენსიისმიმღებ პენსიონერებს, გაღარიბებულ, სოციალურიშემწეობის მქონე თანამემამულეებს, მოგიწოდებთიმათაც, ვინც დღეს ოჯახებს, იმ მწირი ხელფასებით არჩენთ, რომელსაც საჯარო სამსახურში გიხდიან. თქვენ, სხვებზე უკეთ იცით, რომ ჩვენი ქვეყანაუფსკრულისკენ უკუსვლით მიექანება დააუცილებელია მისი შეჩერება, გადარჩენა დაწინსვლა.
» არ შეშინდეთ! - ჩვენ გავიმარჯვებთ! »
ნუ გეშინიათ, ვერავინ მოგიხსნით ასაკობრივ პენსიას!
» ნუ გეშინიათ, ვერავინ წაგართმევთ სოციალურ შემწეობას!
ნუ გეშინიათ, მოიკრიბეთ ძალა პედაგოგებო! გაიხსენეთ დიდი მოძღვრისა და განმანათლებლის დიმიტრი ყიფიანის ზნეობა და გამბედაობა, გახდითთქვენი მოსწავლეებისთვის ზნეობის მაგალითი. გაიხსენეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - დრო, როდესაცგაშინებდნენ, გაშანტაჟებდნენ ან საარჩვენო ხმების სანაცვლოდ, გთავაზობდნენ თქვენივე ჯიბიდან მოპარულ ფულს. რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?! იმისთვის, რომ მომავალში ვეღარავინ შეძლოსთქვენი დაშინება და შანტაჟი, იმისთვის რომგვქონდეს თავისუფალი, წარმატებული სამშობლო, ღირსეული ხელფასი, ღირსეული პენსია, ძლიერიოჯახები, გყავდეთ ლაღი და მომავლის მქონებედნიერი შვილები - 31 ოქტომბერს, აუცილებლადმოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მოდით არჩევნებზე! საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემით, ჩვენ, ერთად, პირველ რეალურ ნაბიჯს გადავდგამთდასახული მიზნის მისაღწევად.
ნუ გეშინიათ! ვერავინ გხედავთ, როცა ფარულიკენჭისყრის კაბინაში შემოხაზავთ თქვენთვისსასურველ კანდიდატს. გაკეცილ ბიულეტენსაც, თქვენთავად ათავსებთ კონვერტში, რომელსაცდამოუკიდებლად იღებთ განცალკავებულად მდგარიმაგიდიდან.
ნუ გეშინიათ! არავინ გამოწმებთ, როცა კონვერტშიმოთავსებულ ბიულეტენს, ასევე დამოუკიდებლადუშვებთ საარჩევნო ყუთში. აქ თქვენი ხმის მიცემადასრულდა. თქვენი ხმის დასაცავად კი, ყურადღებაგმართებთ ამ პროცესის დასრულებამდე, საღამოს 8 საათამდე..
გახსოვდეთ! გჯეროდეთ! 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ხმის მიცემითდა მერე მისი დაცვით, თქვენ ხმას აძლევთ დაიცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, წარმატებას, თქვენი და თქვენიოჯახების, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს!
ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოსშემწე და მფარველი!
თქვენი ცეზარ ჩოჩელი"
კომენტარები