0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველი ხმას უსაფრთხოდ მისცემს. კელი დეგნანს სურს, რომ ნახოს მშვიდი და წყნარი საარჩევნო გარემო. დიპლომატმა ეს პოზიცია საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრის დროს დააფიქსირა. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო, და ის ხალხმა ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას.

თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღების დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა ვნახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები