0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა გადავიდა „წითელ ზონაში“,თუმცა აღნიშნა, რომ მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

„შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები