0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფაქტია, რომ ორ-ნახევარჯერ, თუ მეტით არა, შემცირდა ყველა სახის მძიმე დანაშაული – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა სახის მძიმე დანაშაული “ორ-ნახევარჯერ, თუ მეტით არა” შემცირდა.

“ფაქტია, რომ ორ-ნახევარჯერ, თუ მეტით არა, შემცირდა ყველა სახის მძიმე დანაშაული, როგორიც არის მკვლელობა მკვლელობის მცდელობა, დაყაჩაღება და სხვა. ხაზი უნდა გავუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და დაწყებილი მინისტრიდან, დამთავრებული რიგით პოლიციელმადე, ჩვენ გყვას ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც იცავენ ჩვენ თავისუფლებას და სიცოცხლეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც და თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს ვირტუალური რეალობა იყო შექმნილი და ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო.

“რაც შეეხება კრიმინალს, ეს მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები