0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე: შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით, ნარინჯისფერიდან გადავედით წითელ ზონაში

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში არსებული მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი უკვე გვაქვს 26. შედეგად, ჩვენი, შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით, ნარინჯისფერიდან გადავედით წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ, მაგრამ მეორე მაჩვენებელი, კუმულატიური მაჩვენებელი, რომელსაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ კარგი მაჩვენებელი გაქვს ტესტირებაში. მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 თუ 214 ათასი ტესტი, საერთო, ხოლო ყოველდღიური - 9 - 10 ათასის ფარგლებში, არც ეპიდემიის ამ მასშტაბითვის, კარგია, ნურც პანიკას მივეცემით და ნურც დამშვიდებას. შემთხვევების ზრდა იქნება. ეს ჯერ გაგრძელდება. ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე, მესამე კვირაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები