0 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კარანტინის წესები იცვლება - გახარიას ახალი გადაწყვეტილება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღო, სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა:

1.თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, 

2.საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ.

3.ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28, 29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

4.ნოემბრიდან, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების განახლებას ეტაპობრივად შეძლებენ. მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით კი ფრენების სიხშირე გაიზრდება.

5.საბჭომ განიხილა ბოლო დღეებში პირველადი ჯანდაცვის კუთხით გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და მათი დროული აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები