0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენ ყველანი ვივლით ევროპაში შოპინგზე და არა კალიაძე და მისი ცოლი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი კაპანაძის წარდგენისას ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს იგივე შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რაც მთავრობის წევრებს აქვთ.

“ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენ შეგვეძლოს, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ მართლაც საუკეთესო განათლება. არამარტო ივანიშვილის შვილს, არამარტო ამ მთავრობის წევრების შვილებს. ისინი მარტო თავიანთ შვილებს აძლევენ განათლებას, მარტო ისენი დადიან ევროპაში შოპინგზე, თქვენ გაგზავნიან ევროპაში დღე და ღამე ძალიან დაბალ შემოსავალზე საშრომად. ჩვენ ვიშრომებთ და შემოსავალი გვექნება ჩვენს ქვეყაანში და თუ შოპინგზე სიარულია, ყველანი ვივლით შოპინგზე და არა კალიაძე, მისი ცოლი, შვილი და შვილიშვილი. მე არავის არ მინდა პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თქვენ რითი ხართ ნაკლები?!”,- აცხადებს სააკაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ისევე გაუმკლავდება კორონავირუსს, როგორც ენმ-ს მთავრობა ღორისა და ქათმის გრიპს გაუმკალვდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები