0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეწყერში დაღუპულების ახლობლები ხელვაჩაურის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ჩამოტვირთვა

ხელვჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერის შედეგად დაღუპული ოჯახის ნათესავები და ახლობლები ხელვაჩაურის მერის კაბინეტთან არიან და მასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძე ადგილზე არ იმყოფება. 

თედორაძეების ოჯახის წევრები მერის დასჯას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

გარდაცვლილი ლევან თედორაძის დედა და დეიდები ამბობენ, რომ ოჯახს ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰქონდა განაცხადი დაწერილი ხელვაჩაურის მერიაში, რომ საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაში იყო. თუმცა, როგორც დაღუპულების ახლობლები ამბობენ, ვარდმანიძემ ეს განცხადებები გადამალა.

ხელვაჩაურში მეწყერი 1 ოქტომბერს ღამე ჩამოწვა და თედორაძეების სახლი მთლიანად ჩაიტანა. სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი, ასევე სახლის გარეთ მყოფი ორი ადამიანი იმსხვერპლა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები