0 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გვაქვს გეგმა რა უნდა გავაკეთოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყოვედლღიურად – გახარია

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ. ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს. მარტივ ციფრს გეტყვით, 2013 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. მარტივი ციფრებია. ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტარი სარწყავი სისტემის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები