პოლიტიკა
,,კორონავირუსზე ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოს ან მომავალ წელს დაიწყება"
2020-10-12 13:05:04
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოს ან მომავალ წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე საქართველო 600 000 - 700 000 დოზას მიიღებს.
ამასთან, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გაირკვა, რომ საქართველოში დამატებით 25 ათასი ფრანგული წარმოების გრიპის ვაქცინა შემოიტანეს და ის რისკ-ჯგუფებზე განაწილდება.
თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს კომპანიებთან, რომ დამატებით 100 000 დოზა შეიძინოს - ეს იგეგმება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. შარშანდელ მოცულობასთან შედარებით, გრიპის ვაქცინების რაოდენობა, ამ გზით, გასამმაგდება.
კომენტარები