0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს" - გრიგოლ გეგელია

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებას ეხმაურება. უმრავლესობის განცხადებით, „ლელოს“ აქტივისტმა პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. 

გეგელია მათ განცხადებას კომიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების”ლიდერების ბრალდებები სამარცხვინოა. 

"ლელოს აქტივისტის, რაშად მუსაევის მიმართ უმრავლესობის მიერ დასახელებული ბრალდებები, რომ თურმე იგი “ქართული ოცნების” წევრებს ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდა, არის კომიკური. "ლელოს" არაერთი წევრის მსგავსად, რაშად მუსაევი თვითონ არის მუქარის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების და აქტივისტების მხრიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რაშად მუსაევზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მოსყიდვის, გადაბირების და პატიმრობით დაშინების მცდელობები,”-აცხადებს გეგელია. 

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ავლენს პოლიტიკურ უსუსურობასა და ორმაგ სტანდარტს. 

“მაშინ, როდესაც ოცნების პარტაქტივი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჩართული ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინებასა და დევნაში, ხელისუფლება თავის ე.წ. გამოძიებას იწყებს შუაში მუქარის და ძალადობის მსხვერპლთა დადანაშაულებით, ნაცვლად გამოძიების სათავეში დაწყებისა ლ, სადაც თვითონ ქართული ოცნება და მისი მოძალადე ამფსონები იმყოფებიან. ეს აბსურდული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება სულს ღაფავს. ლელოს "მარშალის გეგმით" და მზარდი ორნიშნა რეიტინგით დაშინებული ხელისუფლება ჩვენი კეთილსინდისიერი, პატრიოტი თანაგუნდელების დევნის გარდა აღარაფერი დარჩენია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ უგუნურ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შევუდგებით,” - განაცხადა გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...