0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2x2=4 - მუქარა თუ გაფრთხილება საქართველოს ელჩებს - მედეა მეტრეველი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი საჯარო მოხელეების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, და ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველ გზავნილებს ეხმაურება. 

მედეა მეტრეველის თქმით, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლას და დაშინებას.

“საჯარო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები და დღეს მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ჩემთვის სწორედ ასეთი მაღალი კატეგორიის საჯარო მოხელეა და მეამაყება, რომ ასეთი ელჩი ჰყავს საქართველოს ევროპაში. გიგის მხარდამჭერმა პოსტმა,  თავის კოლეგის ივერი მელაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ოცნების ხელისუფლების მონური მორჩილებით გამორჩეული ვაი ექსპერტების წყრომა დაიმსახურა.

გია აბაშიძის შეფასება, რომლითაც ის გიგის განცხადებას გამოეხმაურა  - როგორც 2x2=4-ო ასეთი ნაბიჯების გამო თანამდებობებს ტოვებენო - სხვა არაფერია თუ არა ღია მუქარა არა მხოლოდ გიგის, არამედ ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც საკუთარი აზრის და კოლეგის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო შესაძლოა „დაისაჯოს“. ეს არის ზეწოლა თავისუფალ და ღირსების მქონე ადამიანებზე, სისტემის მხრიდან გაფრთხილება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების ტოტალურ დაშინებას. სოლიდარობისგან დაცლილ საზოგადოებად ვერასოდეს გვაქცევთ, ღირსებას ვერ შეგვილახავთ და ოქტომბრის თვეში დასრულდებით როგორც 2x2=4,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები