მსოფლიო
“მთელი ქვეყნის ქცევა ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად” – საააკაშვილი მელაშვილის დაკავებაზე
2020-10-07 23:47:18
დავითგარეჯის საკითხზე, კომისიის ორი წევრის დაკავებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ის რაც დღეს ხდება საქართველოში არის სახელმწიფო ინსიტუტების რღვევა. სააკაშვილის თქმით, საქართველოში მშვიდობიანი გზით მოხდება ხელისუფლების ცვლილება.
“იმას რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, ეს არის მცდელობა, გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა. ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა მთელი ქვეყნის, აი ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვი არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიან საქართველოს, სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი, რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო დაიწყებს ძალიან სწრაფი ტემპით მოძრაობას და ვერავინ ვერ შეძლებს შექმნას ქაოსი და არეულობა, ვერც ჩვენ მეზობლებთან და ვერც ქვეყნის შიგნით. საქართველოში მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი ცვლა, დემოკრატიული გზით, ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და არანაირი მანიპულაცია”, – ამბობს მიხელ სააკაშვილი.
კომენტარები