0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“2021 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას არ ასახავს და ის პოპულისტურია”-ლევან კობერიძე

“ბიუჯეტი, რომელიც დაამტკიცეს არის პოპულისტური”- ამის შესახებ “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ეს თამასუქებად გაწერილი დაპირებები და მხოლოდ მხოლოდ  წინასაარჩევნო პოპულისტური ბიუჯეტი, რადგან 2021 წლის ბიუჯეტში არ ჩანს ეკონომიკური პრობლემების მოგვარების სისტემური ხედვა.

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეფასებით, ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. 

"საგარეო ვალი, რომელზეც გვენდნენ უცხოელი ფინანსური პარტნიორები და ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს, ამ ბიუჯეტის მიხედვით. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სისტემურ მიდგომას ეკონომიკური პრობლემების მოგვარების და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ წინასაარჩევნო, თამასუქებად გაწერილ დაპირებებს. როცა დაპირებას გასცემენ, უნდა იყოს არგუმენტირებული, სხვა შემთხვევაში, ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობა. ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ის არ ასახავს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას და რეალურად არის წინასაარჩევნო პოპულისტური ბიუჯეტი", - განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები