0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალაქს „შეტენა“ პარკის გაკეთება, თვითონ სამშენებლოდ დაიტოვა 8 ჰექტარი – უგულავა ივანიშვილზე

„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰექტარი ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რათა ის მშენებლობისთვის გამოიყენოს. მისი თქმით, დანარჩენ მიწაზე გამწვანების ვალდებულება ჰქონდა, რაც ქალაქს “შეტენა.

“იცით, რომ თურმე რაც ახლა მთავრობამ ზარ-ზეიმით გადაიბარა, იპოდრომის შიდა რკალი, 8 ჰექტარი, რაც გარშემო არის გამწვანებული, კერძო საკუთრებაში განაშენიანებისთვის დაიტოვა. 8 ჰექტარი ტერიტორია დაიტოვა და ქალაქს გადასცა ის, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა. მას პარკის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა. ანუ ქალაქს „შეტენა“ პარკის გაკეთება და თვითონ სამშენებლოდ დაიტოვა დანარჩენი ტერიტორია.

ამ სკვერის მერე ეს ტერიტორია უფრო გაძვირდება და ყველა თანხას ამოიღებს. აბა ყველაზე გამწვანებული ტერიტორია რატომ დაიტოვა?! აი, ეს არის კიდევ ერთი გულისამრევი თაღლითობა ამ ადამიანის მხრიდან. შეიძლება რამე გააკეთოს ამ კაცმა ისე, რომ სარგებელი არ ნახოს და რწყილი არ გაატყავოს?! მართლაც წარმოუდგენელია, დღეს ამის გამო გაოგნებული ვიყავი“,-აცხადებს უგულავა.

უგულავას ინფორმაციით, თავის დროზე თვითონ შეუწყო ივანიშვილს ხელი, რომ იპოდრომის ტერიტორია ეყიდა, რადგან ყაზახი ინვესტორები იყვნენ.

” ასევე, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გაყიდული და ბევრი „ჭრელი“ მეპატრონე ჰყავდა. მას ჰქონდა ვალდებულება, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაემწვანებინა, ამ ვალდებულებით იყიდა. გუშინ რომ გავიგე ეს ამბავი, მომეწონა, რადგან რაც არ უნდა იყოს, საბოლოოდ, ქალაქისთვის სჯობს-მეთქი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ივანიშვილი მართლაც თაღლითია, ყველა მხრიდან შეეცდება რწყილი გაატყავოს და სარგებელი ნახოს”,- აღნიშნავს უგულავა.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის  გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები