0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებას, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - ფიქრია ჩიხრაძე

“ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოში აშშ- ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.  

დეგნანის განცხადებით, გულდასაწყვეტია ინფორმაცია იმ ინციდენტების შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველოში ხდება. 

ჩიხრაძის თქმით, თუ ქვეყანაში არ დასტაბილურდება მდგომარეობა და როგორც მმართველი გუნდი, ისე პოლიტიკური პარტიები არ იზრუნებენ მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, 2020 წლის არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაივლის. 

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ ეუბნებიან  საქართველოს ხელისუფლებას,  რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს  თავისუფალ, სამართლიან გარემოში, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ქალბატონი კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება არის ამის ცხადი დასტური, რომელიც ეუბნება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებს, უნდა  გამოასხივონ განწყობა,  რომ არჩევნები იყოს ძალადობისგან თავისუფალი.

დღევანდელი ხელისუფლება რას ასხივებს - ძალადობა განხორციელდა პოლიტიკურ წარმომადგენელზე, მათ შორის, “ლელოზე”. ჩვენ არ გვინახავს არცერთი გამოძიებული საქმე და დასჯილი ადამიანი, პირიქით. ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ  განცხადებებს აკეთებენ, რომ წამახალისებელ ეფექტს ახდენს მათ მომხრეებზე.  ვითარება არის ძალიან რთული და მათ თუ ყურად არ იღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რა თქმა უნდა, მძიმე ვითარება იქნება და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამრავლდება მსგავსი ქმედებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება,”-განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები